კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მთავარიკონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია და ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ ინფორმაციას. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ დაგეხმაროთ თქვენ გაიგოთ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდის საშუალებით გაზიარებულ ინფორმაციას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერილია ქვემოთ და განმარტავს, თუ როგორ გამოვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას. არაფერია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ისეთი, რაც შეზღუდავს თქვენს პირად მონაცემებთან დაკავშირებით თქვენს კანონით მონიჭებულ უფლებებს.

1. ვინ იქნება თქვენი პირადი ინფორმაციის მფლობელი?
თქვენი ინფორმაციის მფლობელი იქნება LTD International Financial Services ("ინთერნეიშენელ ფაინენშელ სერვისის", "ჩვენი", ან "ჩვენ"). ჩვენ ვართ რეგისტრირებული საქართველოში (ლიცენზია № 0057-2904) და რეგულირება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. ჩვენი ოფისის რეგისტრირებული მისამართია: მიცკევიჩის ქუჩაა. # 27 ბ, თბილისი, საქართველო. მონაცემებს მართავს "ინთერნეიშენელ ფაინენშელ სერვისის"

2. რა სახის ინფორმაციას ვიღებთ?

  • 2.1 ჩვენ შეიძლება მივიღოთ თქვენგან პირადი ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია: როგორიცაა სახელი, საპასპორტო მონაცემები, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, თუ თქვენ:
    • 2.1.1 დარეგისტრირდით ჩვენთან;
    • 2.1.2 გამოიყენეთ ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი მომსახურება;
    • 2.1.3 იმყოფებით ჩვენთან კომუნიკაციაში ფოსტის, ელ-ფოსტის ან "send message" -ის გაგზავნის საშუალებით და ჩვენს საიტზე განთავსებული ფორმების შევსების გზით, ან
    • 2.1.4 შეგვატყობინეთ პრობლემა ჩვენს ვებ-გვერდზე.
    თუ თქვენ ხართ იურიდიული პირი, ჩვენ შეგვიძლია ასევე მოვითხოვოთ თქვენი რეგისტრაციის სახელი, ოფისის რეგისტრაციის მისამართი, მიმდინარე დირექტორების სია, წლიური შემოსავალი, ბენეფიციარი მესაკუთრეები და ნებისმიერი სახის მინდობილობა.
  • 2.2 ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია თქვენს მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი დოკუმენტის სახით, რათა მოვახდინოთ მისი დამუშავება და შემდგომ თქვენი ანკეტის ჩვენთან დარეგისტრირება.
  • 2.3 ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩვენს შორის არსებული კომუნიკაციის მონიტორინგი ან ჩაწერა, რომელშიც თქვენ მიიღებთ მონაწილეობას და რითაც დაგვეხმარებით ჩვენ რათა:
    • 2.3.1. განვავითაროთ ჩვენი მომსახურება;
    • 2.3.2. მოვახდინოთ ჩვენი თანამშრომლების მომზადება;
    • 2.3.3 თუ ამას მოითხოვს სასამართლოს, მარეგულირებელი ორგანოსა ან სამართალდამცავი ორგანოს ბრძანება.
  • 2.4. ჩვენი მომსახურება არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის პირებისათვის და შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ პერსონალურ ინფორმაციას 18 წლამდე ასაკის პირისგან. თუ 18 წლამდე ასაკის ხართ, გთხოვთ, არ მიმართოთ ჩვენს ვებ-გვერდს რეგისტრაციისთვის, ან განათავსოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენს ვებ- გვერდზე, ან გამოიყენოთ იგი რაიმე სხვა მიზნისთვის.

3. რისთვის ვიყენებთ ჩვენ თქვენს ინფორმაციას?

  • 3.1 ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ, რათა:
    • 3.1.1 განვიხილოთ და დავარეგისტრიროთ თქვენი განაცხადი;
    • 3.1.2. შემოგთავაზოთ ჩვენი მომსახურება და ვუზრუნველყოთ უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელება;
    • 3.1.3 გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ-გვერდი, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი მომსახურების მუდმივი ეფექტურობა თქვენი საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად, და ჩვენი ვებ-გვერდის დახვეწილობა და შინაარსობრივობა წარმოგიდგინოთ თქვენთვის და თქვენი კომპიუტერისთვის ყველაზე ხელსაყრელი მეთოდით;
    • 3.1.4 თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასევე დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ჩვენი ვებ-გვერდი დაცულად და უსაფრთხოდ;
    • 3.1.5 გადავამოწმეთ თქვენი იდენტობა და უპასუხოთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას, რომლითაც შეგიძლიათ ჩვენ მოგვმართოთ;
    • 3.1.6 დარეგისტრირებულ მომხმარებლებს დრო და დრო ჩვენი ვებ-გვერდის ელ-ფოსტის საშუალებით გავუგზავნოთ შეტყობინებები ჩვენი სერვისების განახლებებსა და ცვლილებებთან დაკავშირებით და ჩვენი ვებ-გვერდის შესახებ მნიშვნელოვანი ტექნიკური, ოპერატიული, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ინფორმაციის შესახებ, რაც მიგვაჩნია აუცილებლად;
  • 3.2 ჩვენ არ გავუმხელთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირს მარკეტინგული მიზნებისთვის. თუმცა, ჩვენ შეიძლება განვახორციელოთ პირადი მონაცემების გაზიარება მესამე მხარის კომპანიებთან და ორგანიზაციებთან, რომლებსაც ჩვენთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება ჩვენივე ვებ-გვერდისა და მომსახურებების მუშაობის ხელშეწყობის, ეფექტურობისა და გაუმჯობესების კუთხით. აღნიშნულ მესამე მხარეში შეიძლება შედიოდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების (შეზღუდვის გარეშე) მხარდაჭერი გუნდები, ბანკები, გაცვლითი ობიექტები, რომლებსაც გააჩნიათ კონტროლი ან იურისდიქცია ჩვენს ორგანიზაციაზე, ასევე, ელექტრონული სამძებრო პროვაიდერები, რომლებიც ახორციელებენ ფულის გათეთრებასა და სანქციებზე კონტროლს.
  • 3.3 თქვენი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის ჩასატარებლად და მომხმარებლის მომსახურების შიდა მონიტორინგის მიზნით.
  • 3.4 ჩვენ შეგვიძლია გავუმხილოთ თქვენი ინფორმაცია ჩვენს თანამშრომლებს, აგენტებს, მომწოდებლებსა და ქვეკონტრაქტორებს, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიზნებისათვის.
  • 3.5 თქვენს მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების გამოყენების პერიოდი არ იქნება იმაზე ხანგრძლივი, ვიდრე ამას ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, თუმცა შეიძლება იყოს შეუზღუდავი.

4. თქვენი თანხმობა და ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით ამ იმფორმაციის გამოყენებას, როგორც ეს პოლიტიკაშია აღნიშნული. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევცვლით კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ამ გვერდზე და შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის სხვა გვერდზე( მაგალითად, როგორიცაა „მთავარი გვერდი“) გამოქვეყნდება ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა თქვენ გქონეთ საშუალება გაეცნოთ აღნიშნულ ცვლილებებს.
თქვენ უნდა შეამოწმოთ ჩვენი ვებ-გვერდი პერიოდულად, რათა დარწმუნდეთ, რომ განხორციელებული ნებისმიერი ცვლილებება თქვენთვის მისაღებია. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ, თუ თქვენ კვლავ აგრძელებთ ამ ვებ-გვერდის გამოყენებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ ცვლილებას.


თუ გსურთ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან მიმართებაში დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი შეკითხვითა ან კომენტარით, გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია: