წესები და პირობები

მთავარიწესები და პირობები

წესები და პირობები

გთხოვთ, წაიკითხოთ შემდეგი წესები და პირობები ვებ-გვერდის გამოყენებამდე:

ჩვენი ვებ-გვერდის სარგებლობამდე, თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს ვებ-გვერდზე www.ifspay.ge

ჩვენ გირჩევთ, რომ ჩვენი სერვისის გამოყენებამდე, ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული წესები, რომ დარწმუნდეთ მათ სისწორეში.


1.ზოგადი ინფორმაცია

ვებ-გვერდი წარმოადგენს შპს "ინთერნეშენელ ფაინენშელ სერვისის“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "კომპანია“) რეგისტრირებული საქართველოში, ლიცენზირებული და რეგულირებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. (ლიცენზიის ნომერი 0057-2904).


2. ვებ-გვერდზე წვდომა

  • 2.1.ვებ-გვერდის მოხმარება და სერვისებით სარგებლობა განკუთვნილი არ არის 18 წლამდე ფიზიკური პირებისათვის.
  • 2.2 ნებისმიერი მეთოდით ვებ-გვერდზე შესვლისათვის ხელის შეშლა ან რაიმე სახით პირადი ინფრომაციის მოპოვების მცდელობა აკრძალულია.

3.ანგარიშის გახსნა

  • 3.1 ანგარიშის გახსნით, თქვენ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, აგრეთვე სხვა წესებს, რომლებიც განთავსებულია, კომპანიის ვებ-გვერდზე.
  • 3.2 ანგარიშის გახსნის შემთხვევაში თქვენ მოგენიჭებათ სახელი და პაროლი, რათა დავიცვათ უსაფრთხოების წესები. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი არ უნდა გახდეს მე-3 პირებისათვის. აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  • 3.3საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 მარტის ბრძანების N12 ,,საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და შესაბამისად კლიენტისაგან მოითხოვოს ვერიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტები თუ:

    ა)თუ ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვის ოპერაციის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში);

    ბ) თუ ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში);

    გ) პროვაიდერი მიიჩნევს რომ ოპერაცია არის საეჭვო გარიგება


4.ინტელექტუალური საკუთრება

აღნიშნული ტერმინში იგულისხმება ყველა საავტორო უფლება, სასაქონლო ნიშანი, დიზანი, პატენტი და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ცნების ქვეშ არსებული უფლებები (რეგისტრირებული და არარეგისტრირებული) ონლაინ სერვისები და ვებ-გვერდის კონტენტი, რომელიც ეკუთვნის კომპანიას. აღნიშნული, ვებ-გვერდის მომხმარებლებს არ ანიჭებს უფლებას გამოიყენოს:

  • 4.1 ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მასალის თარგმნა ან შეცვლა და ამგვარად გამოყენება აკრძალულია.
  • 4.2 აკრძალულია დოკუმენტების ციფრული ან ბეჭვდური ვერსიის შეცვლა და იმგვარად გამოყენება.
  • 4.3 ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მასალის გამოყენება შესაბამისი ნებართვის გარეშე აკრძალულია.

5. კომპანიის პასუხისმგებლობა

  • 5.1 ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენებისას შეზღუდული არ არის კომპანიის პასუხისმგებლობა იმ ნაწილში, რომელშიც მას არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობა.
  • 5.2 მათ შორის, პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირდაპირი, არაპირდაპირი ზიანი, რომელიც გამოიწვია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ.
  • 5.3 კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ შეცდომით მიწოდებული ინფორმაციის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის.
  • 5.4 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანიის ტექნიკური დეპარტამენტი მაქსიმალურად ცდილობს რომ ჩვენს ვებ-გვერდიდან გადმოტვირთული მასალა იყოს ინტერნეტ ვირუსებისაგან თავისუფალი, ჩვენ მაინც ვერ ვიძლევით ამის გარანტიას. ასეთ შემთვევაში ჩენი კომპანია არ აგებს პასუხს დამდგარი ზიანისათვის, ასევე არ ვართ პასუხისმგებელი ვირუსის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის ან კომპიუტერში განთავსებული ინფორმაციის დაზიანება.

6. ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ

მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია დაცულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული ვეგ-გვერდის გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს.


7. ვებ-გვერდის ბმული

  • 7.1 ვებ-გვერდის ბმულის გადამისამართება შესაძლოა კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ისე რომ ამან არ იქონიოს გავლენა კომპანიის რეპუტაციაზე.
  • 7.2 აკრძალულია კომპანიის ვებ-გვერდის მისამართის სხვა ვებ-გვერდზე განთავსება, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ნებართვის საფუძველზე.
  • 7.3 თუ გსურთ ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

8. ზოგადი წესები

  • 8.1 ნებისმიერი დავის წარმოების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის გამოყენებასა და ამით კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევასთან, ექსკლუზიური განსჯადობის უფლება ექნებათ მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.
  • 8.2 ნებისმიერი სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო დავა, რომელიც დაკავშირებულია ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით უნდა გადაწყდეს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად.
  • 8.3 წესები და პირობები შესაძლოა განახლდეს პერიოდულად. მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს ვებ-გვერდი პეროოდულად, რათა მიიღოს ინფორმაცია განხორციელებული ცვლილებების შესახებ. წესები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა მომხმარებლისათვის შესაძლოა განთავსდეს არა მხოლოდ მოცემულ „წესებისა და პირობების“ გრაფაში, არამედ ვებ-გვერდის სხვა გრაფაშიც.
  • 8.4 იმ შემთხვევაში, თუ აქ განსაზღვრული დებულებები ძალადაკარგული ან არასწორია, ასეთი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონით დადგენილი სხვა წესებით.
  • 8.5 ინტელექტუალური საკუთრების პასუხისმგებლობასთან დაკავშრებული წესები ძალაში რჩება იმ შემთხვევაშიც კი თუ სხვა დებულებები ძალადაკარგულია.
  • 8.6 მესამე მხარეს არ აქვს უფლება ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, წესებითა და პირობებით.